რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კონტაქტზე არ გამოდიოდა, რის შემდეგაც მისმა ახლობლემა 112-ში დარეკეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.