სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ “კარწახში” ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ “კარწახში” ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, 1961 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქეს - ა.ტ.-ს ბრალი საზღვარზე ხალხის არალეგალურად გადაყვსანაში ედება.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.