"რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ..." - როგორ ეხმაურება ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს
"რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.
"რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება", – წერს ქიბარ ხალვაში "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ "კურიერის" წამყვანებმა დინა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა "რუსთავი 2" დატოვეს. მათ შესაბამისი განცხადება "კურიერის" 9-საათიანი გამოშვების დაწყებისას გააკეთეს, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.
ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გათავისუფლდა.