საქართველოში 3 სექტემბრის ჩათვლით ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი
3 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე გაიზრდება.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია სითბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე," - ნათქვამია ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"