ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბრძოლა ოქროს მედალისთვის 60-კმდე წონით კატეგორიაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე.
ტოკიოში გამართული ტურნირი ტრიუმფით დაასრულა ქართველმა მოჭიდავე ლუხუმ ჩხვიმიანმა და საკუთარ კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ლუხუმმა ფინალში უზბეკი ძუდოისტი შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხა.