"ნატო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს" - კვირის პალიტრა

"ნატო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს"

ნატო აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში," - წერს აპატურაი.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების "ცენტრალური საარჩევნო კომისიის" მონაცემებით, "საპრეზიდენტო არჩევნებში" მოქმედი "პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა ლიდერობს.

მას ამომრჩეველთა ხმების 23,85% აქვს. პარტია "ამცახარას" წარმომადგენელმა ალხას კვიწინიამ კი 21,97% მიიღო. ხაჯიმბას ხმა მისცა 20 544 ადამიანმა, ხოლო კვიწინიას 18 929 ამომრჩეველმა.

"არჩევნების" მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.

"ინტერპრესნიუსი"