"გირაოს თანხას არ გადავიხდი, წავალ ციხეში" - კვირის პალიტრა

"გირაოს თანხას არ გადავიხდი, წავალ ციხეში"

არ გადავიხდი ამ თანხას, წავალ ციხეში. "ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეუფარდეს.

"ნამდვილად არ მქონდა ამ გადაწყვეტილების მოლოდინი, რადგან ოჯახი ქონებას დიდი ხანია აღარ ფლობს. "ტვ პირველი“ ჩავაბარეთ ახლა პროკურატურას. მოსამართლეს რაც უთხრეს, ის ქნა. დაწერილი ჰქონდა, მოვიდა და მოგვისმინა. რის გათეთრება, რა გათეთრება? "ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან. მე წავალ ციხეში. არ გადავიხდი ამ თანხას და ვისაც უნდა იმან გადაიხადოს“,- განაცხადა წერეთელმა.

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.