პეკინის გამზირზე გამვლელი ქალის მიერ მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

პეკინის გამზირზე გამვლელი ქალის მიერ მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ინფორმაციით, პეკინის გამზირზე გამვლელი ქალის მიერ დაჭრილი მცირეწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"პეკინის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, თვითმხილველების ინფორმაციით, პეკინის გამზირზე, სავარაუდოდ, უცნობმა ქალმა ცივი იარაღით მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად ტროტუარზე მოდიოდა, რა დროსაც მათ წინ შემოეგებათ უცნობი ქალი, მიუახლოვდა ბავშვს და სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა.

"ინტერპრესნიუსი"