როგორია პეკინის გამზირზე გამვლელი ქალის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვის ვდგომარეობა - რას ამბობს ექიმი? - კვირის პალიტრა

როგორია პეკინის გამზირზე გამვლელი ქალის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვის ვდგომარეობა - რას ამბობს ექიმი?

პეკინის გამზირზე გამვლელის მიერ დაჭრილ 3 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება. როგორც ჟვანიას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმმა, მედეა რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჭრილობა სახის არეში არის ღრმა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის და ბავშვი კონტაქტურია.

"ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ 3 წლის პაციენტი მოიყვანა, რომელსაც ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ბავშვი კონტაქტური იყო. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია, მოხდება ჭრილობის გაკერვა", - განაცხადა მედეა რამიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"