როგორია 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პეკინზე გამვლელმა ქალმა დაჭრა? - კვირის პალიტრა

როგორია 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პეკინზე გამვლელმა ქალმა დაჭრა?

პეკინის ქუჩაზე გამვლელის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჟვანიას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ყბა-სახის ქირურგმა ნათია ვასაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ბავშვი პალატაშია გადაყვანილი.

„ჭრილობები აღენიშნებოდა ლოყისა და ცხვირის მიდამოში. ჭრილობები დამუშავდა და გაიკერა. სხვა რაიმე ჩარევა არ დასჭირვებია. მდგომარეობა არის სტაბილური,“ - განაცხადა ნათია ვასაძემ.

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა.

პოლიციამ პეკინის ქუჩაზე, მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი უკვე დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: ქალი, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავშვი დაჭრა, დაკავებულია