შსს-მ მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული ქალის დაკავების კადრები გაავრცელა - კვირის პალიტრა

შსს-მ მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული ქალის დაკავების კადრები გაავრცელა

პოლიციამ პეკინის ქუჩაზე მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-მ მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული ქალის დაკავების კადრები გაავრცელა.

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.