მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს.

წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს.

ამასთან, ტაძარში ელოდებიან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელ მარიამს ადიდებენ. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება.