"ახალი ღობეების აღმართვა მოსახლეობას კიდევ უფრო ჰყოფს" - კვირის პალიტრა

"ახალი ღობეების აღმართვა მოსახლეობას კიდევ უფრო ჰყოფს"

ახალი ღობეების აღმართვა მოსახლეობას კიდევ უფრო ჰყოფს , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ წერს, რითაც საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

"დღეს დილით, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ გუგუტიანთკართან ახლოს მიმდინარე "ბორდერიზაციის“ პროცესზე დაკვირვების მიზნით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ორ თანათავმჯდომარესთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფს შევუერთდი. ახალი ღობეების აღმართვა კიდევ უფრო ჰყოფს მოსახლეობას. ეს საკითხი ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრის დროსაც განიხილება “, - წერს ერიკ ჰოგი.