აღმაშენებლის ხეივანში ყვითელი სამარშრუტო ტაქსის და მოტოციკლის შეჯახებისას ერთი ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

აღმაშენებლის ხეივანში ყვითელი სამარშრუტო ტაქსის და მოტოციკლის შეჯახებისას ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ყვითელი სამარშრუტო ტაქსი და მოტოციკლი შეეჯახა. დაშავებულია მოტოციკლის მძღოლი.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მოტოციკლის მძღოლი მსუბუქი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"