გახარია - პრემიერად, ღარიბაშვილი - შს მინისტრად?! - რას გადაწყვეტენ მმართველი გუნდის შეკრებაზე? - კვირის პალიტრა

გახარია - პრემიერად, ღარიბაშვილი - შს მინისტრად?! - რას გადაწყვეტენ მმართველი გუნდის შეკრებაზე?

1- ელ სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნამდე ორი დღით ადრე, მმართველი გუნდი უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატები სწორედ 1-ელი სექტემბრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ელოდებიან დაზუსტებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. შესაბამისად, სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, სექტემბერში მოქმედი პრემიერ-მინისტრი მივა პარლამენტში საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით თუ პარლამენტის დღის წესრიგში ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

კულუარული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის ბედი გადაწყვეტილია და მას გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის პოსტს კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განცხადება ოფიციალურად მომავალ კვირას გაკეთდება.

როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ გადამდგარად ითვლება მთავრობის სრული შემადგენლობა. კონსტიტუციის

თანახმად, ახალ მთვარობას მომავალი პრემიერი დააკომპლექტებს, რომელსაც შემდეგ პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.