"ნიჭიერია ბიძინა, მაგრამ მხოლოდ სათავისოდ და არა საქვეყნოდ..."
"ივანიშვილი უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს - ან ისინი გახარიას მხარს დაუჭერენ, ან ჩააგდებენ და ამით პარლამენტს ვადამდე გამოეთხოვებიან"
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე "ფეისბუკში" პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ივანიშვილი საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს - ან ისინი გახარიას მხარს დაუჭერენ და ამით ივანიშვილის თუნდაც ჩასაძირად განწირულ ნავს მიეჯაჭვებიან; ან ისინი გახარიას ჩააგდებენ და ამით პარლამენტს ვადამდე გამოეთხოვებიან. ივანიშვილი, მისი აზრით, ოპონენტებსაც წაუგებელს ეთამაშება - ან გახარიას გაპრემიერებით პროცესების სუპერპოლარიზაციას შეუწყობს ხელს და სააკაშვილის აჩრდილს კიდევ ერთხელ დაამარცხებს; ან გახარიას ჩაგდებით ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს და არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციას გონს მოსვლას არ აცდის.
ნიჭიერია ბიძინა, მაგრამ მხოლოდ სათავისოდ და არა საქვეყნოდ..." წყარო
იხილეთ ასევე: რას უპირებენ გიორგი გახარიას? - რა ინფორმაციები ვრცელდება კულუარებში