როგორი ამინდი იქნება საქართველოში 2-5 სექტემბერს
2-5 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
ამასთან, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.