საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ტყუპის ვიდეო ინტერნეტჰიტი გახდა - რას ჰყვება ბავშვების დედა
6 წლის ტყუპის, მარიამ და ქეთევან ხუბუების მიერ წაკითხული ლექსი, რომლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ინტერნეტჰიტი გახდა. უცხოური აქცენტით მოლაპარაკე ქართველმა ბავშვება სოციალური ქსელის მომხმარებლებს მალევე შეაყვარეს თავი.
როგორც mshoblebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, ბავშვები საფრანგეთში, ქალაქ ლიონში ცხოვრობენ და წელს სკოლაშიც იქ მივიდნენ. უფრო დეტალურად, თუ როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში ქართველი ოჯახი შვილებთან ერთად, ამის შესახებ ტყუპის დედა, ინგა ხაჩიძე გვიყვება.
- რამდენი წელია, რაც ემიგრაციაში ხართ? გოგონები საფრანგეთში დაიბადნენ?
- ოთხი შვილი მყავს,ორი ბიჭი და ორი გოგო, შუათანა ტყუპია, უფროსია ნიკოლოზი, პატარას კი ლუკა ჰქვია. ნიკოლოზი მყავდა 1 წლის, ტყუპზე რომ დავორსულდი და საქართველოდან წამოვედით. გუშინ დაეწყოთ სწავლა. აქ პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი ყოველგვარი პომპეზურობისა და გადაპრანჭვის გარეშე იწყება, მხოლოდ ქართველი ბავშვები არიან ხოლმე ჰალსტუხებითა და საგანგებოდ შეკერილი კაბებით მოსული.