"ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები და მოქალაქეების ჯანმრთელობა შტურმისგან იქნება დასაცავი"
ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები და მოქალაქეების ჯანმრთელობა შტურმისგან, თავდამსხმელებისგან იქნება დასაცავი,-ამის შესახებ ფრაქციის ფორმატში მიმდინარე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ამით მან "ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა-დღევანდელი გადმოსახედიდან მიაჩნდა თუ არა გახარიას, რომ 20 ივნისს გამოყენებული ტყვიები შეცდომა ან დანაშაული იყო.
"გასაგებია თქვენი პოზიცია, ისევ თუ დაგჭირდათ ისევ გამოიყენებთ?“,-მიმართა ნადირაშვილმა გიორგი გახარიას, რაზეც პრემიერობის კანდიდატმა უპასუხა-"რა თქმა უნდა“.
პარლამენტში ფრაქციების ფორმატში "ევროპული საქართველო“ მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენს. შეხვედრა უკვე ერთ საათე მეტია მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსი"