ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი "პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია "ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერი ალხას კვიწინია დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში, რომელიც 2 კვირის წინ გაიმართა, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნებში მონაწილეთა ხმების 24,84 პროცენტი მიიღო, ალხას კვიწინიამ - 22,91%.
"ინტერპრესნიუსი"