ფონიჭალაში 14 წლის გოგო მე-7 სართულიდან გადმოვარდა
ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, 14 წლის გოგო სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"