როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23-25 სექტემბერს
23-25 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 სექტემბერს ცალკეულ რაიონში, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.
თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსი იქნება.