საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა

24 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, უკანონო ფრენა დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"სუს-ში განუცხადა,

"აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა "ცხელი ხაზი"და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, აღნიშნული საკითხი ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე“, - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"