გიორი ოთხმეზური:"შეწყალების საკითზე პრეზიდენტს ვაკისრებ პასუხისმგებლობას, აბა სხვა ვის უნდა დავაკისრო?!" - კვირის პალიტრა

გიორი ოთხმეზური:"შეწყალების საკითზე პრეზიდენტს ვაკისრებ პასუხისმგებლობას, აბა სხვა ვის უნდა დავაკისრო?!"

ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს და არ მაინტერესებს, რის შედეგად მოხდა შეწყალება - ფული აიღეს, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით თუ მტრობით, - ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგო ოთხმეზურმა, პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რომელი ვერსიაა მისთვის დამაჯერებელი, მან თქვა, რომ არც ერთ ვერსიას არ აქვს მისთვის მნიშვნელობა.

"გამომძიებელმა მკითხა, როგორ იყო თავიდან საქმე, რა იყო და ვუთხარი, რომ დამნაშავე იყო ბეჟანიძე და ეს საქმეები დევს პროკურატურის მასალებში. ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს და არ მაინტერესებს, რის შედეგად მოხდა შეწყალება - ფული აიღეს, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით თუ მტრობით, არ აქვს ამას მნიშვნელობა ჩემთვის. რაც ვიცოდი, დევს პროკურატურის და საქმის მასალებში. მკითხეს, გამოცხადდები თუ არა სასამრთლოზეო და ვუთხარი, რომ თანახმა ვარ. ასევე მკითხეს, სასამართლოზე მიხვალ თუ არა ჩვენების მისაცემად საჭიროების შემთხვევაშიო, რაზეც ვუთხარი, რომ კი ბატონო, მივალ-მეთქი. ბევრი ვარიანტი არსებობს შეწყალებაზე - შეიძლება არ ჩათვალა საჭიროდ, რომ წაეკითხა, შეიძლება წაიკითხა და მაინც შეიწყალა. ყველაფერი შეიძლება", - განაცხადა ოთხმეზურმა.

კითხვაზე შეწყალების საკითხზე პასუხისმგებლობას ვის აკისრებს, მან უპასუხა, რომ "პრეზიდენტს".

"პრეზიდენტს ვაკისრებ, სხვას ვის უნდა დავაკისრო?!", - აღნიშნა ოთხმეზურმა.

რაც შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მისი შვილის მკვლელობის საკითხს თავიდან იძიებენ, მან განაცხადა, რომ "დღევანდელი გადაწყვეტილება რამდენად კანონიერია, იმას იძიებენ თავიდან".

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"