ბიჭუნა,რომელსაც მშობლები 25 წელი ელოდნენ, სიცოცხლისთვის იბრძვის - ოჯახს საბას გადასარჩენად დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

ბიჭუნა,რომელსაც მშობლები 25 წელი ელოდნენ, სიცოცხლისთვის იბრძვის - ოჯახს საბას გადასარჩენად დახმარება სჭირდება

პატარა ბიჭუნას დაბადებას, რომელიც ახლა საწოლს არის მიჯაჭვული, 25 წელი ელოდნენ მშობლები. 6 წლის საბა ჯოლოხავას ტვინის ღერძზე აქვს სიმსიმნური წარმონაქმნი. ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ოჯახი საკუთარი სახსრებით ვერ წვდება მკურნალობის ხარჯებს.

როგორც mshoblebi.ge - სთან საუარში საბას დედა, ელისო ლუკავა ამბობს, ბავშვი ვერ მოძრაობს, ვერ დადის, ლაპარაკი უჭირს, საჭმელს ვერ ყლაპავს.

- უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, საბა ვერ მოძრაობს, ვერ დადის, ლაპარაკი უჭირს, საჭმელს ვერ ყლაპავს, რადგან ეს ყველაფერი ტვინზეა დამოკიდებული, ჩემს შვილს სიმსივნე დაუდგინდა ტვინის ღეროზე. ახლა ციციშვილის კლინიკაში ვართ, სხივური თერაპია რომ არ დავუწყოთ, ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. ონკოლოგმა ქიმიოთერაპიაც დაუნიშნა, მაგრამ  გვითხრეს,  ჯერ სხივურ თერაპიაზე ვიფიქროთო.

- რა თანხა არის ბავშვის მკურნალობისთვის საჭირო?

- ამ ეტაპზე რა რაოდენობის თანხაა საჭირო, ვერც გეტყვით, ერთი კვირის სამყოფი წამლების თანხა, რომ გამოითვალეს, 800 ევრო ჯდებაო. გვეხმარებიან,, ვისაც როგორ შეუძლია. ყველას უღრმესი მადლობა.

- საზღვარგარეთ წასვლა ხომ არ გირჩიეს?

- ახლა ამ მომენტში ვერ დგება ბავშვი ფეხზე, ისე ცუდადაა და ტრანსპორტირებას ვერ შეძლებს. ონკოლოგები მეუბნებიან, რომ ბავშვს ოპერაცია ვერ გაუკეთდებაო, თუნდაც საზღვარგარეთ რომ წაიყვანოთო, მიუვალი ადგილი არისო საოპერაციოდ. ტვინის ღეროზეა ეს სიმსივნური წარმონაქმნი და აფერხებს მოძრაობას, სუნთქვას, გულის მუშაობას,ყლაპვას. ვინც სხივური თერაპია უნდა გაუკეთოს, იმ კაცმა გვითხრა, სრული განკურნების გარანტიას ვერ მოგცემთო, მაგრამ სიცოცხლის გახანგრძლივების შანსი არისო, მთავარია, ბავშვი როგორ აიტანს ამ ყველაფერსო.

- როდის შეატყვეთ ბავშვს ავადყოფნა?

- სრულიად ჯანმრთელი დაიბადა საბა. 24 წლის მერე შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. მე 50 წლის ვარ, ჩემი მეუღლე 57 წლის არის. მისით ვსულდგმულობთ, არაფერი გვენანებოდა შვილისთვის. მერცხალივით ბავშვი იყო, მხოლოდ ამინდის ცვლილებაზე ჰქონდა ყელზე პრობლემა. მთელი რაიონი ტირის საბუკას გამო. ძალიან გონიერი ბავშვია. ჩვენ სოფელ მიქავაში ვცხოვრობთ, 14 სექტემბერს ჩამოვედით თბილისში. ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე, სიარული არ მომეწონა ბავშვის, თვითონ არაფერი ტკიოდა იხილეთ სრულად