50 000-ლარიანი დანაზოგი და წილები შპს-ებში - რა ქონებას ფლობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - კვირის პალიტრა

50 000-ლარიანი დანაზოგი და წილები შპს-ებში - რა ქონებას ფლობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

დიმიტრი გაბუნია საგამოძიებო უწყებაში პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტის თაობაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

როგორც გაბუნიამ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის უპასუხებს ამ საქმის გარშემო გამომძიებლების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. მისივე თქმით, თავადაც აინტერესებს, რატომ გაჟღერდა მისი სახელი და გვარი ამ საქმესთან მიმართებით.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ინფორმაციას დიმიტრი გაბუნიას ქონებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

2019 წლის 18 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გაბუნია ფლობს 77 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2017 წელს 70 000 დოლარად აქვს შეძენილი; მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი BMW 550 XI, რომელიც 2018 წელს 15 000 დოლარად შეიძინა. გაგრძელება