"ან სკოლის საცობია, ან წყალდიდობაა და მილებს ჩიჩქნიან, ან გასვენებაა, ან აღდგომაა" - ქრისტინე იმედაძე თბილისის მერიას მიმართავს - კვირის პალიტრა

"ან სკოლის საცობია, ან წყალდიდობაა და მილებს ჩიჩქნიან, ან გასვენებაა, ან აღდგომაა" - ქრისტინე იმედაძე თბილისის მერიას მიმართავს

მომღერალი ქრისტინე იმედაძე ბაგებში არსებულ პრობლემებზე თბილისის მერიას "ფეისბუქპოსტით" მიმართავს:

ბაგებში (ექსპერტიზის ასახვევთან) დილით რომელ საათზეც არ უნდა გამოვიდე,  ან სკოლის საცობია, ან წყალდიდობაა და მილებს ჩიჩქნიან (ზოგჯერ წყალდიდობის გარეშეც ჩიჩქნიან, დაუმთავრებელი მშენებლობებიც ამ ტერიტორიაზე ალბათ არის მიზეზი, რის გამოც წყალიც არასდროს არ მაქვს) ან გასვენებაა, ან აღდგომაა, ან, ან, ან ... ძვირფასო მერიავ, აი მოვლითი გადასასვლელის მაგვარი სავალი რომ არის ნუცუბიძეს რომ უკავშირდება, თუ ქავთარაძეს, თუ ჯიქიას, თუ რაც არის ... ცოტა "ცემენტი" რომ მოგრჩებათ ჭავჭავაძის გათხრებიდან, ან აეროპორტის გზის, ან საიდანმე. მოგვისხით ლამაზად რა! - წერს ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში.

წყარო