"მიშასგან არაერთხელ მსმენია, - მე არავის ვენდობი, ორი კაცის გარდაო..." - კვირის პალიტრა

"მიშასგან არაერთხელ მსმენია, - მე არავის ვენდობი, ორი კაცის გარდაო..."

ჟურნალ "გზის" წინა ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ პარლამენტის სამი მოწვევის ყოფილ დეპუტატთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილ უფროსთან, ელენე თევდორაძესთან. ჟურნალის ახალ ნომერში ის ბევრ გაუხმაურებულ ფაქტსა და მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდებს:

"მე რომ მარგველაშვილმა გამათავისუფლა, ეს ტელევიზიით უნდა გამეგო? ელემენტარული ეთიკა არსებობს. 19 წელი ვიყავი ამ კომისიაში და აქედან 9 წელი - თავმჯდომარე. ხომ შეეძლოთ აპარატის თანამშრომელს მაინც დაერეკა და ეთქვა, გიშვებთო. მარგველაშვილს კარგად ვიცნობდი, რადგან ზურაბ ჟვანიას მეგობარი იყო და ხშირად ვხვდებოდით. ჩემი მოულოდნელი გათავისუფლებიდან ერთი წელი იყო გასული, ზურაბ ჟვანიას სასაფლაოზე რომ შევხვდი. თქვენ გინდათ იყოთ სამართლიანი ადამიანი, მაგრამ ყველას მიმართ არ ხართ-მეთქი, პასუხი არ გამცა"

"მიშასგან არაერთხელ მსმენია, - მე არავის ვენდობი, ორი კაცის გარდაო, - მერაბიშვილს და ადეიშვილს ასახელებდა ჩემთან. ადეიშვილს დიდი გავლენა ჰქონდა. როცა შედეგს ვერ ვხედავდი, ადეიშვილთან შევწყვიტე სიარული. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მასთან ურთიერთობა უფრო მიადვილდებოდა". ელენე თევდორაძე, მიხეილ სააკაშვილი

"პოლიტიკაზე არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ იმ პერიოდში, როცა მე ვიჯექი მიშას აპარატში, ხმა მივეცი "ოცნებას", რადგან ბევრ უსამართლობას ვხედავდი და მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. არ მომწონს დღეს არსებული ვითარება, ხალხს ძალიან უჭირს"

"შევარდნაძის დროს საშინელი კორუფცია იყო. ციხის პირობებიც საშინელი, "ობშიაკიც" რომ იკრიბებოდა, ყველამ იცის. ერთი ადამიანი ამდენ პრობლემას ვერც მაშინ ვუმკლავდებოდი. მომაკვდავიც რომ ყოფილიყავი ციხიდან ციხის საავადმყოფოში სამკურნალოდ არ გადაგიყვანდნენ. ამიტომ ყველა ჩემთან მოდიოდა და დახმარებას მთხოვდნენ"

იხილეთ ასევე: "ვნახე დაჩოქილი ზურაბ ჟვანია, ასე გულმხურვალედ მლოცველი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს, ვკითხე, - რა შესთხოვე უფალს-მეთქი?"

თეა ხურცილავა