არეულობა პარლამენტში - ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა - კვირის პალიტრა

არეულობა პარლამენტში - ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა

ნაძირალა, ადეიშვილის ხელის ბიჭო, ნარკოტესტის გამო რომ გამოგაბუნძულეს, შენ ნაძირალა, - ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ, რაც ბესელია ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ბესელიას გაღიზიანება ზარდიაშვილის რეპლიკამ გამოიწვია, რომელიც "ბესელიას მორალს" შეეხებოდა.

"რაშია საქმე, რა ბესელიას მორალი?... თქვენ თავზე ნუ გაგივიდათ... ჩმორო, არაკაცო", - მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.

აღნიშნული ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, დავით მათიკაშვილმა ბესელიას სხდომათა დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა.

"თავი შეიკავეთ ქალბატონო ეკა, დარბაზში ბრძანდებით და საზოგადოება გიყურებთ. სასწრაფოდ დაატოვებინეთ ეკა ბესელიას დარბაზი. ღირსეული ქცევით უნდა იყოს გამორჩეული დეპუტატი და არა ისე, როგორც თქვენ იქცევით ახლა აქ. დაატოვებინეთ სასწრაფოდ, წესის დამრღვევს", - მიმართა მათიკაშვილმა მანდატურებს.

სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

იხილეთ: "შე, ნაძირალა, ადეიშვილის მონა!" - იხილეთ ვიდეო, რომელზეც ასახულია ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება

იხილეთ ასევე: "ვის დაატოვებინებ დარბაზს? მანდ არ ამომიყვანო - გაბედე, აბა ბიჭო!" - დაპირისპირება პარლამენტში