ფოფხაძე ზარდიაშვილს: "გაგგლიჯავ შუაზე, ნუ ბლატაობ!" - კვირის პალიტრა

ფოფხაძე ზარდიაშვილს: "გაგგლიჯავ შუაზე, ნუ ბლატაობ!"

უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძეც დაუპირისპირდა.

მას შემდეგ, რაც ზარდიაშვილს ბესელიამ ხელი დაარტყა, უმრავლესობის დეპუტატთან გედევან ფოფხაძეც მივიდა და მას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"გაჩერდი ვანო. გარეთ გავიდეთ და სხვანაირად დავილაპარაკოთ, თუ გინდა... გაგლიჯავ შუაზე. ნუ ბლატაობ, რა", - მიმართა ზარდიაშვილს ფოფხაძემ.

თავის მხრივ, ფოფხაძეს ზარდიაშვილმა სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"რა კარგი? ფეხები არავის მოჭამო", - განაცხადა ზარდიაშვილმა ფოფხაძის მისამართით და ამის შემდეგ მას რუსულად, უწმაწური სიტყვებითაც მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"