7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა თავად არასრულწლოვანი ბრალდებული და ასევე მოკლული ჩვილის მამა და მისი ნათესავები.

ბრალდებულის ახლობლები განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებიან.

ბრალდებულის ყოფილი მეუღლე და მისი ნათესავები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. გარდა ამისა, არ გამორიცხავენ, რომ შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულისთვის ამგვარი მცირე სასჯელის შეფარდება საქართველოს პარლამენტის წინ გააპროტესტონ.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა 21 მაისს დააკავეს.

იხილეთ ასევე: "დედამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოკლას შვილი, მაგრამ საკითხავია, მიეცა დედად ჩამოყალიბების საშუალება?"

"ინტერპრესნიუსი"