ბესელია ოხანაშვილს: "გაფრთხილებ, წესიერად მოიქეცი... არაფრის თავი რომ არ გაქვს, ნუ იჯგიმები" - კვირის პალიტრა

ბესელია ოხანაშვილს: "გაფრთხილებ, წესიერად მოიქეცი... არაფრის თავი რომ არ გაქვს, ნუ იჯგიმები"

ნუ მაფრთხილებ. მე გაფრთხილებ, რომ მოიქცე წესიერად და მე თუ გაფრთხილებ, გამკეთებელი ვარ. არაფრის თავი რომ არ გაქვს, ნუ იჯგიმები, - ამ სიტყვებით "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელიც ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო შეწყდა, ცოტა ხნის წინ განახლდა, დარბაზში დაბრუნებულ ბესელიას კი ოხანაშვილმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. თავმჯდომარის თქმითვე, იმ შემთხვევაში, თუკი, ბესელიას მხრიდან კვლავ ექნებოდა სხდომის ჩაშლას ადგილი, დარბაზს დაატოვებინებდა.

"ეუთო "ოდირი"-ს წარმომადგენლები არიან გაკვირვებულები. უხერხულია, პროცესი მიმდინარეობს ან ესწრებით სხდომას და იცავთ წესებს, ან არსებობს რეგლამენტი და გაფრთხილებთ, რომ დაიცვათ წესრიგი და დაემორჩილოთ პარლამენტის რეგლამენტს... ნუ იმუქრებით, გააკეთეთ რისი გაკეთებაც გინდათ, ვის ემუქრებით, წესიერად მოიქეცით", - მიმართა ოხანაშვილმა ბესელიას.

"ინტერპრესნიუსი"