დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა - კვირის პალიტრა

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

ნიუ-იორკში, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს. ფაქტი დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტრომაც.

"გიდასტურებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა. შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა გახლდათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების პირველი პირების შეხვედრა პირველად შედგა.

"ინტერპრესნიუსი"