თუშეთის გზაზე ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თუშეთის გზაზე ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს 22-ე კმ-ზე მოხდა.
დაღუპული ველოსიპედისტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრია.
ამ წუთებში ადგილზე გარდაცვლილის ხევიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 281-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
"ინტერპრესნიუსი"