აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას ეხმაურება - კვირის პალიტრა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას ეხმაურება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის შეხვედრას ეხმაურება. შეხვედრა 26 სექტემბერს, შვეიცარიის კონფერედაციის შუამავლობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.

"აშშ მიესალმება შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით შედგა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და შეამციროს ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობა,"-წერს "ტვიტერში" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მორგან ორტაგუსი.

"ინტერპრესნიუსი"