ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-დან მათი გათავისუფლების გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ - კვირის პალიტრა

ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-დან მათი გათავისუფლების გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ჟურნალისტების ნანუკა ჟორჟოლიანისა და ნოდარ მელაძის უფლებებს სასამართლოში დაიცავს.

"საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, გასაჩივრებულია ტელეკომპანია "რუსთავი 2 " - ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას გადაწყვეტილება, რომლითაც ნანუკა ჟორჟოლიანი და ნოდარ მელაძე სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის მოტივით უკანონოდ გაათავისუფლეს ტელეკომპანიიდან.

"ჩვენი ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია ჟურნალისტები არ იდევნებოდნენ მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ შეხედულებებისათვის. ასევე, შრომის კოდექსის დარღვევით არ ხდებოდეს მათი სამსახურიდან განთავისუფლება და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევა,"- აცხადებენ "საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველოში".

"ინტერპრესნიუსი"