მარტვილში, საბავშვო ბაგა-ბაღში 15-მდე ბავშვი მოიწამლა - კვირის პალიტრა

მარტვილში, საბავშვო ბაგა-ბაღში 15-მდე ბავშვი მოიწამლა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოწამლულია 15-მდე ბავშვი.

"სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა- ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის. შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას",-ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"