თბილისში მომხდარი ყაჩაღობის დროს ქალბატონი დაშავდა - კვირის პალიტრა

თბილისში მომხდარი ყაჩაღობის დროს ქალბატონი დაშავდა

თბილისში, ბაქოს ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებული არ არის.

მომხდარის შედეგად დაშავებულია ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსი"