რატომ დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი? - შსს განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი? - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზეა დაკავებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა - 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ჩალაგაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"