გორში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა - მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია - კვირის პალიტრა

გორში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა - მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ერთი 14 წლის მოზარდია.

ოთხივე მათგანი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, ყველა პაციენტს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაჟეჟილობა აღენიშნება. ასევე 14 წლის ბიჭს ორივე ხელი აქვს მოტეხილი.

ექიმ ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, პაციენტებს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ოთხივე მათგანი კლინიკას დღეს დატოვებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"