ლვოვში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა - არის მსხვერპლი
ლვოვში ანტონოვ-12 ტიპის სატვირთო თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი საწვავის შესავსებად ეშვებოდა, თუმცა დაშვებამდე ის რადარებიდან გაქრა.
"ინტერპრესნიუსი"