ჩურჩხელა შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე მოდური და მოთხოვნადი ჯანსაღი საკვები გახდეს - კვირის პალიტრა

ჩურჩხელა შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე მოდური და მოთხოვნადი ჯანსაღი საკვები გახდეს

ქართული ტრადიციული ჩურჩხელა სრულიად აკმაყოფილებს ჯანსაღი საკვების მოთხოვნებს და გარკვეული ძალისხმევით, შეიძლება პროდუქტი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მოდური და მოთხოვნადი საკვები გახდეს. ამის შესახებ Fao-ს წარმადგენელმა ანდრეი იარმაკმა განაცხადა.

„ევროპაში, აშშ-ში და მთელ რიგ ქვეყნებში, ჯანსაღი საკვების მიმართ მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება და სუპერმარკეტები მუდმივად ახალი საკვების მოძიებაში არიან. ჩურჩხელა სრულიად შეესაბამება ჯანსაღი საკვების კონცეფციას. ის მზადდება ბუნებრივი ნედლეულისგან, ყოველგვარი შაქრისა და დანამატების გარეშე. ჩურჩხელა არის ენერგეტიკული პროდუქტი, თავისი ბუნებრივი ფორმით“,- განუცხადა east fruit-ს ანდრეი იარმარკმა და დასძინა, რომ ჩურჩხელას დარეგისტრირება საერთაშორისო ბაზარზე და მისი სწორად პოპულარიზაცია, პროდუქტს აუცილებლად გახდის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადს. გაგრძელება