"გია ყანჩელი იყო საქართველოს სიამაყე" - კვირის პალიტრა

"გია ყანჩელი იყო საქართველოს სიამაყე"

გია ყანჩელი იყო საქართველოს სიამაყე, - ამის შესახებ მომღერალმა და მსახიობმა ბუბა კიკაბიძემ გია ყანჩელის პანაშვიდის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ბუბა კიკაბიძემ აღნიშნა, გია ყანჩელი მისი ახლო მეგობარი იყო.

"მსოფლიო დონის მუსიკოსი გარდაიცვალა. გია ყანჩელი იყო საქართველოს სიამაყე. ძალიან დიდი პიროვნება დაკარგა მთელმა ქვეყანამ", - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

რუსთაველის თეატრში კომპოზიტორ გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან მსახიობები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო