როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ თვეში - კვირის პალიტრა

როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ თვეში

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.

იმ საწარმოების ათეულში, სადაც 2019 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, შპს "საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდიც" არის, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია.

ფონდი "ქართუს" მისამართზე მდებარეობს. ამასთან, მისი 100%-იანი წილი პანამაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება - FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ს ეკუთვნის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.

Bloomberg-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ თვეში 30 მილიონი დოლარით გაიზარდა.

რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბრის მდგომარეობით 341-ე პოზიციაზე იმყოფება. ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.35 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 3 სექტემბრის მდგომარეობით მისი ქონება 5.27 მლრდ დოლარი იყო. გაგრძელება