შარტავას ქუჩაზე, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილიდან ჩამოაგდეს
შარტავას ქუჩაზე, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილიდან ჩამოაგდეს,- ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები და ფაქტის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობითვე, მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სსკ-ის 117-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით.
"ინტერპრესნიუსი"