ანეკდოტები
მიხო ”ზაპოროჟეცით” მიდის. გაუსწრებს ნაგვის მანქანა.
- ჰო, იჩქარე, პროდუქცია არ გაგიფუჭდეს, - გასძახა გაბრაზებულმა
გურული ქალი აჩერებს ტაქსის:
- ტაქსი! ტაქსი!
- დაბრძანდით, ქალბატონო.
- სად მცალია, ნენა, დასაჯდომად
გურულს აყაჩაღებენ. ყელზე დანა მიადეს და ეუბნებიან:
- არ გაინძრე, თორემ მოგკლავ!
- თქვენ არ გეინძრეთ, ძამა, თვარა, მე რავა გევინძრევი...
იმერელს ეკითხებიან:
- ინგლისური იცი?
- რავი, მეცოდინება...