შატილში სკოლის შენობა იწვის
შატილში საჯარო სკოლის შენობა იწვის. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
"ინტერპრესნიუსი"