გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში გაზით 5 ადამიანი მოიწამლა
თბილისში, გაზის გაჟონვის შედეგად, 5 ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში მოხდა. ხუთივე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"