გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაიკითხნენ - კვირის პალიტრა

გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაიკითხნენ

გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა.

სააგენტოს ინფორმაციით, გომალეურმა, გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში არ უარყოფენ, რომ საქმეზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხნენ, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ „გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“.

შეგახსენებთ, რომ პანკისში სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, 2017 წელის დეკემბერში ჩატარდა.

იხილეთ ასევე: რას ამბობდა ირაკლი ჩიმაკაძე პანკისის სპეცოპერაციაზე?

"ინტერპრესნიუსი"