დონალდ ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა, რომელიც სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო დააკისრა. ამის შესახებ "სი-ენ-ენ"-ი იუწყება.
"ფინანსთა მინისტრს დავავალე მოხსნას ყველა სანქცია, რომელიც 14 ოქტომბრიდან დაუწესდა თურქეთს ქურთების წინააღმდეგ შეტევითი ქმედებების გამო. ამგვარად, სანქციები გაუქმდება, თუ არ მოხდება რაიმე ისეთი, რაც ჩვენ არ გვაწყობს", - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, სირიაში დარჩება ამერიკის ჯარების მცირე რაოდენობა, რეგიონში ნავთობის დასაცავად.
აშშ-მა თურქეთის თავდაცვის, ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ 15 ოქტომბერს განაცხადა.
"ინტერპრესნიუსი"